მოხარული ვართ გაცნობოთ რომ ტიბაანის ვენახებში რთველი 2024 უკვე დასრულდა, წელს იმისათვის რომ განსაკუთრებული ხარისხის ღვინოები მიგვეღო ბუნებამ გვიწილადა მისი როგორც ამქვეყნიური ესთეტიკის ბუნების ნაყოფი და ჩვენი ღვაწლის შედეგი - საუკეთესო ხარისხის ყურძენი.
რთველი ტიბაანში აღსავსეა ბუნებრივი შემართებით. რთველი, როგორც უძველესი ტრადიცია, წარმოადგენს წლის განმავლობაში კულმინაციას ვენახის ზრდა-განვითარებაში რომელიც თვეები ლოდინის შემდეგ დგება და შედეგია უწყვეტი შრომისა და გაწეული მძიმე სამუშაოსი რომელიც საჭიროა ვენახების მოვლა-პატრონობისთვის.
რთველი ემოციებით აღსავსე პროცესია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სეზონის პირველ მტევანს მოწყვეტ და შეიგრძნობ მის ბუნებრიობას. მიმდინარე წლის რთვლობისთვის ბუნებამ მოგვცა საუკეთესო დამაბალანსებელი გარემოება რომ საუკეთესოდ შესულიყო ყურძენი სიმწიფის კონდიციაში - ამინდი დღისით მზიანი თბილი და საღამოს გრილი. კომპანიამ „ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციები“ უკვე დაიწყო ამ ყურძნის დაწურვა-დავარგება იმისათვის რომ ყოველივე საუკეთესო თვისებამ, რაც ბუნებამ თანაუზიარა ტიბაანის ვენახებში მოყვანილ და მოკრეფილ ყურძენს აისახოს ღვინოში და მის თითოეულ წვეთში.
კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით ყველა თანამონაწილეს გაწეული შრომისთვის!
შპს "ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციები"
2024