ვენახები
ტიბაანში
სოფელ ტიბაანში მდებარე ვენახები გამოირჩევა უნიკალური გეოგრაფიული, კლიმატური ფაქტორებითა და თანმდევი კულტურული მარკერებით. ეს წინარე ფაქტორები წარმოადგენს ღვინის წარმოებისთვის განსაკუთრებულ შეხამებას, რაც მის უნიკალურობაში აისახება.
სოფელი ტიბაანი არის მიკროზონა ტიბაანის შემადგენელი ნაწილი რომელიც ღვინის მწარმოებლებს საშუალებას აძლებს აწარმოონ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. ტიბაანის ვენახებისთვის ეს აპელაცია გახდა საერთო აღიარების მომტანი.
ჩვენ გვეამაყება რომ წარმოვადგენთ საქართველოს იმ ნაწილს, რომელმაც დაიცვა და დღემდე შემოუნახა თანამედროვე საზოგადოებას საქართველოს კახური მეღვინეობის უძველესი ტრადიციები.
ძველი ტრადიციები
შეიგრძენი ვინტაჟური გემო
ღვინო
ტიბაანი PDO*
*ტიბაანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ქარვისფერი მშრალი ღვინოა.
ღვინო დამზადებულია საუკეთესო რქაწითელის ჯიშის მარცვლების გამოყენებით, რომელიც მოყვანილია ტიბაანის ვენახებში. ღვინო დაძველებულია ქვევრში, კახური ტრადიციული მეთოდის გამოყენებით.
ქვევრი არის ძველი ტრადიციული თიხის ჭურჭელი, რომელიც თავსდება მიწაში და გამოიყენება ღვინის ბუნებრივი დავარგებისთვის.
მიკროზონა ტიბაანი მდებარეობს კახეთში, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
რქაწითელი ქვევრი
მოსავალი 2023
ბლენდი
დავარგება
დავარგებულია ქვევრში 7 თვის განმავლობაში
გემო
ქიშმიშის, გარგარისა და ხილის ბუკეტის მდიდარი გემო
უძველესი ადგილი,
თუმცა მსოფლიოში აღიარებული
ღვინის რეგიონი
სოფელი ტიბაანი, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში, მსოფლიოს მეღვინეობისათვის განსაკუთრებული ადგილია. ვენახები გამოირჩევა უნიკალური გეოგრაფიული, კლიმატური ფაქტორებით და თანმდევი კულტურული მარკერებით, რაც ღვინის წარმოებისთვის განსაკუთრებულ შეხამებას ქმნის.
მდგრადი განვითარების სტრატეგია ვენახებსა და ღვინოებში
ჩვენი ვენახების მდგრადი განვითარების სტრატეგია: როგორ ვიპოვოთ ჰარმონია ბუნებასათან
ჩვენს ვენახებში, მდგრადი განვითარების სტრატეგია ჩაქსოვილია ღვინისწარმოების ფილოსოფიაში. ჩვენი მიდგომები დედა-ბუნების ღრმა სიყვარულით იმართება და ეს პრაქტიკა მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ჰარმონიული ბალანსი მევენახეობასა და გარემოს შორის.