*ტიბაანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (PDO)
განსხვავებული და განსაკუთრებული ღვინის მაძიებელთათვის ახალი გამოცდილებების აღმოჩენისთვის, ტიბაანის კახური ქარვისფერი ღვინო იძლევა საშუალებას გამოგზაუროთ არაჩვეულებრივ გემოებში, ტრადიციებსა და ტერუარებისთვის დამახასიათებელ ტონებში. ტიბაანის ქარვისფერი მშრალი ღვინო რომელიც ქართული კახური რეგიონის უძველესი ტრადიციის რელიქვიაა თანამედროვე ღვინის წარმოებაში, თაობიდან თაობას შემონახული ტრადიციებისა და ღვინის წარმოების მეთოდების დაცვის ერთიანობის შედეგია.
ტიბაანი PDO
ქარვისფერი ღვინო ტიბაანი (ტიბაანი PDO), რომელიც ქართული ღვინის წარმოების ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს, მზადდება საუკეთესო რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილი და დაკრეფილია ტიბაანის მიკროზონაში. სტატუსი დაცული ადგილწარმოშობის დასახელება განსაზღვრავს რომ თითოეული ბოთლი არა მარტო აერთიანებს კახური ტრადიციული მეღვინეობის უმდიდრესი ტერუარებისა და კლიმატის თავისებურებებს, არამედ ის ითავსებს იმასაც რომ თითოეული ბოთლი მოიცავს კახეთის რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას. აბულაშვილების საოჯახო მარანი, როგორც ამ უძველესი კახური ღვინის წარმოების მეთოდების პატივმიმგები, აბულაშვილების საგვარეულო მარანში ქვევრში ღვინის დავარგების ყველა ტრადიცია დაცულია. უძველეს ეპოქაში, ღვინის ქვევრში დავარგების მეთოდის გამოყენებით წინაპრები იღებდნენ განსაკუთრებული თვისებების, მდიდარი და ჰარმონიული გემოს მქონე ღვინოს.
ვიზუალი და არომატები
ტიბაანი გამორჩეულად მუქი ქარვისფერია, რაც ამ ადგილწარმოშობისთვის დამახასიათებელია. ღვინის ვიზუალური გარეგნობა ასახავს ქვევრში ღვინის დავარგების კომპლექსურ თავისებურებას. ღვინო ტიბაანის ბუკეტში იგრძნობა ქიშმიშის და გარგარის ტონები. ასევე, ღვინოში გვხვდება ხილის ჩირის ტონები.
გემოვნური თვისებები
ღვინო ტიბაანი გამოირჩევა სრული გემოთი, ღვინო ჰარმონიული და ხავერდოვანია. სიმაგრე, რომელიც ალკოჰოლის ბუნებრივი შემცველობით გამოიხატება, შეხამებულია ხავერდოვან ტექსტურასთან პალატზე. ყოველი ყლუპი ასახავს ხილის ჩირებისა და ქვევრის ღვინოსთვის დამახასიათებელ ქვეტონებს, რაც ღვინო ტიბაანს ქმნის როგორც დაუვიწყებელ და სასიამოვნოდ კომპლექსურ ღვინოს.
გარემო: კახური უნიკალური ტერუარების ზეგავლენა
ღვინო ტიბაანის თავისებურებების ჩამოყალიბებაში არსებითად ზეგავლენას ახდენს კახეთის რეგიონის ტერუარები. ნოყიერი მიწები, საკმარისი მზე და მიკროკლიმატი რომელიც იქმნება ტიბაანის ტერუარებზე რქაწითელი ჯიშის ყურძნისთვის ეს მიკროკლიმატი განსაზღვრავს ყოველი ყურძნის მარცვლის სიმდიდრეს. ქვევრის მეთოდით ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ამავდროულად ნოყიერი მიწა, უნიკალური მინერალიზაცია და მიკროკლიმატი რომელიც ზემოთ ვახსენეთ, გამორჩეული და სხეულიანი პროფილი პირდაპირ აისახება ღვინოში.
რასთან ერთად მიდის ღვინო ტიბაანი
ღვინო ტიბაანი არის მშრალი და მდიდარი პროფილის მქონე რომელიც საუკეთესოდ მიდის სხვა და სხვა კერძებთან. ტრადიციულად, იგი ქართული სამზარეულო უმრავლეს კერძს ეხამება, მაგალითად როგორიცაა შემწვარი და მოხარშული თეთრი ხორცეული, ასევე ხაჭაპური. ღვინის სხეულიანობა ავსებს ხმელთაშუა ზღვის შთაგონებულ კერძებს, შემწვარი ბოსტნეული, ცხვრის ხორცი და არომატული ყველი. დესერტებთან განსაკუთრებით ეხამება ნიგვზის ბაქლავას ან გარგრის ჩირს, ღვინოში არსებული ქიშმიშისა და გარგარის ნოტების გასაუმჯობესებლად.
ღვინო ტიბაანის გამოცდილება
ღვინო ტიბაანი არის კულტურული გამოცდილება და მემკვიდრეობა. დამოუკიდებლად მიირთმევთ მას თუ საჭმელთან ერთად, ეს ღვინო გაძლევთ საშუალებას დააგემოვნოთ ისტორია, ტრადიცია და მეღვინეობის გატაცება, რომელიც საუკუნეებს მოიცავს.