ბლოგი

ვზეიმობთ გამარჯვებას: 2024 წლის საფერავის საერთაშორისო ფესტივალზე საფერავმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბრინჯაოს მედალი: საფერავი 2023

მოხარული ვართ გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე. ჩვენმა 2023 წლის საფერავმა ახლახანს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 2024 წლის საფერავის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს ღვინის ასოციაცია.ეს არის უდიდესი მიღწევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ჯერ კიდევ დიდი ხანი არაა რაც კომპანიამ ოპერირება დაიწო.

როდესაც კომპანიამ „ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციები“ ოპერირება დაიწყო, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ღვინო, რომელიც პატივს მიაგებდა ქართული მრავალფეროვანი ღვინის წარმოების ტრადიციას თანამედროვე მიდგომების ჩართულობით. ეს ჯილდო ცხადყოფს რომ სწორ გზას მივუყვებით!

2023 წლის „ტიბაანის გემოს“ საფერავის რეზერვი არის განსაკუთრებული. ის არის მუქი ბროწეულისფერი, აქვს ხავერდოვანი გემო, გამოხატული ჯიშური არომატებით და დახვეწილი ჰარმონიული ბუკეტით. მასში ასახულია კახეთის რეგიონის ყველა დამახასიათებელი უნიკალური თავისებურება.

ეს ჯილდო უფრო მეტია ვიდრე მედალი; ეს ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია, შედეგი იმ მიზნისა, რომ შეგვექმნა უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო. ამაყი ვართ რომ ეს აღიარება მოვიპოვეთ და მოუთმენლად ველით მომავლის გამოწვევებს.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ღვინის ასოციაციას ამ ჯილდოსთვის, და ჩვენს გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის. ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მომხმარებლებს რომლებიც ჩვენი ღვინის დაგემოვნების სიამოვნებას იღებენ.

შპს „ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციებისთვის“ ეს უბრალოდ დასაწყისია. პირობას ვდებთ რომ გავაგრძელებთ საუკეთესო ღვინის წარმოებას და ღვინის მოყვარულებისთვის უმდიდრესი გემოების გაზიარებას. მადლობა რომ ხართ ამ თავგადასავლის ნაწილი, ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით სხვა უამრავი წარმატებით.

გაუმარჯოს დიდებულ ღვინოს და ნათელ მომავალს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEGeorgian

Get in touch with us

Add Your Heading Text Here

Get in touch with us

Add Your Heading Text Here