ჩვენ შესახებ

ისტორია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ტიბაანის მეღვინეობაში

ტიბაანში ღვინისწარმოებას სრულად მიძღვნილი, ტრადიციებისა და ინოვაციების შუქურაა შუაგულ კახეთის რეგიონში. ასეთი მემკვიდრეობის პატრონები, რომელიც თაობებს მოიცავს, ჩვენი საქმიანობა სრულად მივუძღვენით ქართული უძველესი ღვინის წარმოების დაცვასა და შენარჩუნებას.

ჩვენი მემკვიდრეობა

ჩვენი ისტორია ღრმად არის ფესვგადგმული ქართული მევენახეობის მდიდარ ისტორიაში. საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები ამუშავებდნენ ყურძენს და ამზადებდნენ ღვინოს მაშინდელი დროისთვის აღიარებული მეთოდების გამოყენებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ჩვენი მეღვინეობის ტრადიციაში, ცენტრალური ადგილი უკავია ქვევრის გამოყენებას. ეს ჭურჭელი, რომელიც სულისჩამდგმელია ქართული უნიკალური პროცესის, საშუალებას იძლება ღვინო ბუნებრივად დადუღდეს და დაძველდეს, ასევე, შექმნას გამორჩეული გემო, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი ადგილობრივი ტერუარებისთვის.

 

ქვევრის ტრადიცია

ჩვენი მეღვინეობისთვის ქვევრის მეთოდით დაყენებული ღვინო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი-ერთი მეღვინეობის ტექნიკის პროდუქტი; ეს არის ჩვენი სიმბოლო ბუნებასთან სიახლოვისა და ჩვენი ერთგულებისა ძველი ტრადიციებისადმი. თითოეული ქვევრი ხელნაკეთია ქართველი ხელოსნის მიერ, რაც ასახავს უნიკალურობას, რომელიც მოითხოვს ღრმა ცოდნას და თავდადებას. ეს უძველესი პრაქტიკაა და ძალიან შრომატევადია, იგი მოითხოვს მოთმინებას გრძელვადიან პერიოდში, რის შედეგადაც მიიღება, კომპლექსური და უნიკალური ქართულ ღვინო.

ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება არასდროს ყოფილა მარტივი. მთელი ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, ინდუსტრიული მეღვინეობა სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ჩვენი წინაპრების პრაქტიკის დაჩრდილვას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ დავრჩით ერთგული ადგილობრივი ტრადიციების. ჩვენი წინაპრების შეუპოვრობითა და ურყევი ერთგულებით დღემდე მოვიდა მსგავსი მეთოდით ღვინის წარმოების ტექნიკა.

.

ხედი ვენახში

მეღვინეობა
როგორც მემკვიდრეობა

მეღვინე და მაოპერირებელი კომპანიის დირექტორი

ვანო აბულაშვილი

დღესდღეობით, ქართული ღვინო, განსაკუთრებულად კი ქვევრის ღვინო, ასე რომ ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბით რენესანსის ეპოქაშია. ღვინის მოყვარულები და ექსპერტები მსოფლიოს სხვა და სხვა მხრიდან განცვიფრებულნი არიან ჩვენი უნიკალური ღვინის დაყენების მეთოდებითა და მდიდარი ისტორიით, რომელიც ჩვენი ღვინის საფუძველია. ჩვენ ამაყი ვართ, რომ შეგვიძლია სტუმრებს შევთავაზოთ დააგემოვნონ თითოეული ღვინის სახეობის სიძვირფასე, რომელიც ზედმიწევნით ზრუნვითა და ძველი ტრადიციებით დაყენებულია და ბოთლში ჩამოსხმულია კომპანია "ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციების" მიერ.

დაკვირვებიდან გამომდინარე, მკაფიოდ ვხედავთ, რომ ნატურალური და ავთენტური ტრადიციული ღვინოების მიმართ აღიარება და მოთხოვნა მზარდია. ზუსტად ამ მიმართულებით და იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ღვინოს ვქმნით ძველი ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, ჩვენი კომპანია ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ეს ორი რამ კი საბოლოო ჯამში ერწყმება თანამედროვე ღვინის წარმოების მეთოდებს, რომელიც ბაზარზე საკმაო მოწონებას იმსახურებს. ჩვენი სტრატეგიული გეგმაა გავაგრძელოთ ძველი ტრადიციული მიმართულება, და დავიცვათ თითოეული ბოთლი, რათა ჩვენმა ღვინომ თავადვე მოყვეს ის ისტორია, რასაც ინახავს ჩვენი მიწა, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.

ჩვენი კომპანია "ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციების" მიერ წარმოებული ღვინის ნამდვილი გემო წარსულში გამოგზაურებთ. ჩვენი მარნის კარები ყველასთვის ღიაა რათა შემოგვიერთდეთ მარადი ქართული ღვინის დაჭაშნიკებაში. ჩვენი მისწრაფებებია ვიყოთ გარანტი და შევქმნათ ისეთი ავთენტური პროდუქტი, რასაც საფუძვლად დაედება ისტორია და ტრადიცია.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მეღვინეობაში, სადაც ყოველი წვეთის დაგემოვნებით თანამედროვე ხვდება ძველ ტრადიციულს.

The Family

Our
Boots on the ground

მეღვინე და კომპანია "ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციების" დირექტორი

მთავარი მეღვინე

ღვინის წარმოების ისტორია

საქართველო: ღვინის აკვანი

მოკლედ დანახული ისტორია

საქართველო, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, აღიარებულია როგორც ღვინის დაბადების ადგილი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება რომ საქართველოში ენოლოგია ითვლის ათასწლეულებს, და აღემატება 8000 წელს. ეს ყოველივე საქართველოს უძველესი ღვინის მწარმოებელი რეგიონის სტატუსს ანიჭებს. კავკასიის მთებში არსებული მდიდარი, ნოყიერი მიწები და იდეალური კლიმატი ქმნის საუკეთესო გარემოს ველური ვაზების ზრდა-განვითარებისთვის. უძველეს დროში ქართველებმა დახვეწეს ღვინის წარმოების ტექნიკა, მაგალითად ქვევრი, რომელიც არის ნიადაგში მოთავსებული დიდი თიხის ჭურჭელი, მასში ხდება ფერმენტაცია და დავარგება - ეს არის ის მეთოდები რომელიც დღესაც გამოიყენება პრაქტიკაში.

შემონახული მემკვიდრეობა

ღვინის კეთების ტრადიცია საქართველოში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რომელიც ეროვნული იდენტობის კულტურული და სოციალური ერთობის შემადგენელი ნაწილი იყო. საკუნოვანი შემოსევებისა და პოლიტიკური უწონასწორობის მიუხედავად, ქართველებმა ერთგულად შემოინახეს ღვინის წარმოების მემკვიდრეობა. 500-ზე მეტი ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომელიც საქართველოში იზრდება, ბევრი მათგანი მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება.

თანამედროვე რენესანსი

დღესდღეობით, ქართული ღვინო, განსაკუთრებულად კი ქვევრის ღვინო, ასე რომ ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბით რენესანსის ეპოქაშია. ღვინის მოყვარულები და ექსპერტები გაკვირვებულები არიან უნიკალური ხარისხობრივი და ისტორიული მნიშვნელობებით. ქვევრის ღვინომ, მისი გამორჩეული გემოებისა და ძირძველი ტექნიკით, ღვინის მოყვარულების ახალი თაობაც კი მოხიბლა. თანამედროვე მეღვინეობები ძველ ტრადიციულ მეთოდებს არგებენ ინოვაციურ პრაქტიკას იმისათვის რომ შექმნან ღვინო რომელიც პატივს მიაგებს საქართველოს მემკვიდრეობას.

ტიბაანი PDO* და სხვა ღვინოები

*ტიბაანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (PDO) არის საქართველოს კანონის შესაბამისად ოფიციალური აპელაცია. იმისათვის რომ შეიქმნას ღვინო ტიბაანი (ტიბაანი PDO), ღვინის წარმოება გადის მკაცრ პროცედურულ კონტროლს და ტრადიციული წესების დაცვას.

კომპანია "ტიბაანის გემო - ძველი ტრადიციები" ყველა ღვინოს ქმნის ძველი ტრადიციების დაცვით, ბუნების დაცვასთან ერთად, იგი გარანტია უმაღლესი და პრემიალური ხარისხისა.

ქართული ღვინო უფრო მეტის მთქმელია ვიდრე ღვინის წარმოება; ის ინახავს ადამიანების ღვინის ტრადიციის ნამდვილობას და მედეგობას. როგორც ღვინის აკვანი, საქართველოში შეგიძლია აღმოაჩინოთ უამრავი სახეობის ჯიშები, უკიდეგანო და უწყვეტი ღვინის წარმოების ტრადიციები რომელიც აგრძელებს აყვავებას იმ ულამაზეს გარემოში, რასაც საქართველო აერთიანებს.

ka_GEGeorgian

Get in touch with us

Add Your Heading Text Here

Get in touch with us

Add Your Heading Text Here