ბლოგი

ვიზიტი მარანში

vanos saboloo logo
როგორ იქმნება ღვინო?

ვიზიტი მარანში

ჩვენს მარანს მარტის თვეში ეწვია საფერავი TV. მათ დაათვალიერეს მარანი, დაესწრნენ სამუშაო პროცესს და ინტერვიუ ჩაწერეს ჩვენი მარნის მაოპერირებელი კომპანიის დირექტორთან ვანო აბულაშვილთან და მთავარ მეღვინესთან – მაია ბაიდოშვილთან.

დირექტორთან ინტერვიუს დროს ხაზი გაესვა კომპანიის ხედვებს, მისიას და პოზიციონირებას საქართველოს ბაზარზე. როგორც ინტერვიუშია აღნიშნული, კომპანიისთვის მთავარია უძველესი ტრადიციების შენარჩუნება და ამავდროულად თანამედროვე სტანდარტების დაცვით უმაღლესი პროდუქტის შექმნა. აბულაშვილების მარნის მაოპერირებელი კომპანია „ტიბაანის გემო – ძველი ტრადიციები“ რეგისტრირებულია საქართველოს ბაზარზე 2023 წლიდან და ის აქედან მოყოლებული ყველანაირი მოთხოვნების დაცვით აწარმოებს ტიბაანის მიკროზონის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ქვევრის ღვინოს და მუკუზნის მიკროზონის საფერავს. ღვინის წარმოება წარმოადგენს აბულაშვილების ოჯახის ტრადიციას. ღვინო ტიბაანი არის განსაკუთრებულთა შორის ერთ-ერთი მისი დამახასიათებელი ხილის ტონებით და არომატით, რაც მას ადგილწარმოშობისთვის დამახასიათებელს და განსაკუთრებულს ხდის. ღვინო გადის მკაცრ კონტროლს და სერტიფიცირებას, იგი აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტს როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

მთავარი მეღვინის განმარტებით ადგილწარმოშობის ყურძენი გადის ყველა იმ ეტაპს იმისათვის, რომ კომპანიამ მიიღოს უმაღლესი ხარისხის ღვინო.

ka_GEGeorgian

Get in touch with us

Add Your Heading Text Here

Get in touch with us

Add Your Heading Text Here